Torrents.Ge


Go Back   Torrents.Ge > .:: Other ● სხვადასხვა ::. > About Torrents ● ტორენტის შესახებ

About Torrents ● ტორენტის შესახებ News, support, technical problems, suggestions, notes, ideas, etc.

Closed Thread
 
Thread Tools Display Modes
Old 02-12-2018, 03:14 PM   #1
Irakly
SysAdmin
 
Irakly's Avatar
 
Join Date: Mar-23-2009
Age: 40
Posts: 5
Thanks: 0
Thanked 0 Times in 0 Posts
Exclamation ყველაფერი ტორენტის შესახებ

ბიტტორენტი არის პროგრამა შექმნილი ფაილების გაცვლისათვის. მისი მეშვეობით მომხმარებლები ფაილებს ერთმანეთისგან იწერენ სერვერზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე. იგივე ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია სერვერიდანაც, თუმცა ეს სერვერის დიდ რესურსებს მოითხოვს და პროცესს შესამჩნევად ანელებს. ბიტტორენტის შემთხვევაში "ტრეკერი" (ანუ სერვერი) მხოლოდ მართავს "კონექტს" და მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია იმ ფაილზე, რომელსაც მომხმარებელი იწერს ან სხვას აძლევს. ამ პროგრამებს ერთი კარგი თვისება აქვს -- რაიმე ფაილის გადმოქაჩვისას (ლიჩერობა), მომხმარებელი ასევე ხდება "შეარერი" სხვებისთვისაც, ანუ ის (ასიდირებთ) ამავე ფაილს. რაც უფრო მეტი მომხმარებელი (ლიჩერი ან სიდერი) ჰყავს ამ ფაილს, მით უფრო დიდი სიჩქარე აქვთ თითოეულს.

ფაილების ჩამოტვირთვის პრინციპი

ვინც კი ტვირთავს ფაილს (Leachers) ამავდროულად არის ამ ფაილის გამცემიც (Seeders), უნებლიედ გასცემს რა საკუთარი რესურის ნაწილს სხვისთვის ფაილის ჩამოტვირთვისთვის. ამ პრინციპით ყველა ერთმანეთს ეხმარება

რა არის Seeder, leacher, tracker, torrent, ratio, announce URL ?
  • ტორენტი (torrent) არის იდენტიფიკატორი. ე.ი. ფაილი რომელიც შეიცავს ინფორმაციას არჩეულ ფაილზე. მაგალითად: რამდენს იწონის ეს ფაილი, რამდენ ფრაგმენტს შეიცავს ეს ფაილი, გვიჩვენებს ტრეკერს სადაც შეიძლება გავიგოთ რამდენი ლიჩერი ან სიდერი ყავს ამ ფაილს.
  • სიდერი (Seeder) არის ის მომხმარებელი რომელსაც აქვს ამ ფაილის 100 %
  • ლიჩერი (Leacher) არის, ის ვინც იწერს ამა თუ იმ ფაილს და ამავდროულად სხვასაც აძლევს მის რაღაც ნაწილებს, როდესაც იგი გადაიწერს ამ ფაილის 100 %ს ისიც გახდება Seeder
  • ტრეკერი (Tracker) არის საიტი, რომელზეც დევს ტორენტ ფაილი, და რომელიც გაწვდით ინფორმაციას ლიჩერებსა და სიდერებზე, და ამავდროულად არის შუალედი თქვენსა და სხვა მომხმარებელს შორის.
  • რატიო - (Ratio) არის აპლოდის შეფარდება დაუნლოდთან. ესეიგი ამით ირკვევა ვინ იწერს და არ ასიდირებს. აგრეთვე ჩვენს საიტზე არის ტოპ 10 სადაც ნახავთ ვინ არის ყველაზე კარგი რატიოს მქონე მომხმარებელი. Torrents.Warez.Ge
    announce [url] (http://torrents.ge:2710/announce ) – announce არის URL მისამართი რომელშიც არის ტორენტ ფაილი. ეს თქვენ გჭირდებათ მხოლოდ მაშინ როდესაც ქმნით ტორენტს და გინდათ მისი ატვირთვა.

როგორ შევქმნა ტორენტი ?

არის ბევრი საშუალება. მაგალითად შექმნათ თვითონ კლიენტით, ან პროგრამით MakeTorrent. მაგრამ კლიენტით შექმნა ჯობია.

როგორ გავხდე ლიჩერი?

უბრალოდ დააჭირეთ მითითებულ ტორენტ ფაილს, შემდეგ კლიენტი ამოგიგდებთ ფანჯარას სადაც უნდა მიუთითოთ თუ სად ჩაწეროს ეგ ფაილი. დააჭერთ OK და ეგაა რა

როგორ გავხდე სიდერი ?

პირველ რიგში უნდა წაიკითხოდ ეს ტოპიკი, ჩაიწეროთ რაიმე ფაილის 100% და არ წაშალოთ, არ გადააადგილოთ და არ შეუცვალოთ სახელი ამ ფაილს. არც თქვენს ჰარდ დისკზე და არც კლიენტში

Irakly is online now  
Closed Thread

Thread Tools
Display Modes

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off

Forum Jump


All times are GMT +4. The time now is 12:20 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.7
Copyright ©2000 - 2018, vBulletin Solutions, Inc.
     
Powered by vBitty (VBTT) 3 for XBT v1.2 CUSTOM by Toolmanwill