Torrents.Ge


Go Back   Torrents.Ge > .:: Other ● სხვადასხვა ::. > Staff ● ადმინისტრაცია

Reply
 
Thread Tools Display Modes
Old 02-12-2018, 03:11 PM   #1
Irakly
SysAdmin
 
Irakly's Avatar
 
Join Date: Mar-23-2009
Age: 40
Posts: 5
Thanks: 0
Thanked 0 Times in 0 Posts
Exclamation ტრეკერის ზოგადი წესები ● General Rules


ტრეკერის ზოგადი წესები

1. ზოგადი ნაწილი:

1.1. წინამდებარე წესების შესრულება სავალდებულოა torrent.Ge-ს აბსოლიტურად ყველა მომხმარებლისთვის. სანამ დაიწყებდეთ ფორუმზე რაიმე სახის აქტიურობას, გახსნით ახალ ტოპიკს ან გააკეთებთ პოსტს, ყურადღებით და სრულად გაეცანით ამ წესებს;
1.2. გარდა ფორუმის ზოგადი წესებისა, ყველა განყოფილებას გააჩნია აგრეთვე რამოდენიმე სპეციფიური დამატებითი წესი და რეკომენდაცია, რომელთა დაცვას ასევე სავალდებულოა მომხმარებლისთვის;
1.3. თქვენი ფორუმზე შემოსვლა ავტომატურად გულისხმობს რომ ეთანხმებით ამ წესებს და რომ ეს წესები არ შეიცავენ გაუგებარ და ბუნდოვან დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმის ადმინისტრაციის თხოვნაა შეწყვიტოთ ფორუმით სარგებლობა;
1.4. ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას ფორუმში გამოქვეყნებული ინფორმაციის სარგებლობაზე და სიზუსტეზე. აგრეთვე ფორუმის მფლობელებს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მორალურ თუ მატერიალურ ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოწვიოს ფორუმში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებამ ან არ გამოყენებამ. ყოველი ტოპიკი/პოსტი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მისი ავტორის აზრს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ფორუმის ადმინისტრაციის შეხედულებებს იმავე საკითხზე;
1.5. თქვენს მიერ ფორუმზე განთავსებული ინფორმაცია ინახება საერთო საინფორმაციო ბაზაში. იმ შემთხვევაში თუ ფორუმის მომხმარებლები უხეშად არღვევენ ფორუმის წესებს, ინფორმაცია მათ შესახებ შესაძლოა გადაეცეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მაგალითად სამართალდამცავ სტრუქტურებს და ინტერნეტ პროვაიდერებს.
1.6. ფორუმზე წესრიგის დასაცავად დანიშნულია მოდერატორები და გლობალ მოდერატორები, რომელთაც ადმინისტრაციისაგან აქვთ მიღებული შესაბამისი უფლებამოსილება და რომლებიც მოქმედებენ ადმინისტრაციის სახელით; ისინი ახორციელებენ დაქვემდებარებული სუბ-ფორუმების კონტროლს. ფორუმის წესების ფარგლებში მათ შეუძლიათ სხვადასხვა ზომების მიღება იმ მომხმარებლების მიმართ, რომლების არღვევენ აღნიშნული ფორუმის ზოგად წესებს და აგრეთვე შესაბამისი სუბ ფორუმის წესებს;

ყველას მიმართ ვინც არღვევს ამ ფორუმის წესებს და არ ითვალისწინებს მასში აღნიშნულ რეკომენდაციებს მიიღება ადეკვატური ზომები. გადაწყვეტილება მომხმარებლის პოსტების, ტოპიკების და ბანის დადების შესახებ მიიღება ადმინისტრაციის მიერ, აგრეთვე ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს ფორუმიდან თქვენი ექაუნთი და თქვენი აქტივობის ნებისმიერი გამოვლინება, ყოველგვარი გაფრთხილების და მიზეზის ახსნის გარეშე.

2. ძირითადი შეზღუდვები და პირობები:

2.1. მომხმარებლის სახელები (nick) და ხელმოწერები (Signature) და ავატარები

2.1.1. დაუშვებელია მომხმარებლის სახელში უცენზურო სიტყვების, სხვა ვებ-საიტების მისამართების, ელ-ფოსტების გამოყენება.
2.1.2. დაუშვებელია ხელმოწერაში სარეკლამო ინფორმაციის გამოყენება, აგრეთვე ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე, უცენზურო სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადებები, განცხადებები ფორუმის ადმინისტრაციის მიმართ, ხელმოწერების აჭრელება, დიდი ზომის შრიფტით წერა;
2.1.3. დაუშვებელია ხელმოწერაში ჩასმული სურათის მაქსიმალური ზომა აღემატებოდეს 200x100-ს;
2.1.4. დაუშვებელია ისეთი ავატარების გამოყენება, რომლებზეც ასახულია ძალადობა ან პორნოგრაფიული მასალა (და სხვა სისაზიზღრე);
2.1.5. დაუშვებელია ნებისმიერი მომხმარებლისათვის თავისი პაროლის გადაცემა. ფორუმის ყოველი მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი პაროლი;

ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეუცვალოს მომხმარებელს სტატუსი, თავისი შეხედულებით შეცვალოს, წაშალოს და ჩაასწოროს ასეთი მომხმარებლის სახელები, ხელმოწერები და ავატარები წინასწარი შეტყობინების გარეშე გარეშე;

2.2. ტოპიკები (thread) და პოსტები (post)

2.2.1. ახალი ტოპიკის გახსნისას, დარწმუნდით რომ ათავსებთ მას შესაბამის განყოფილებაში. აგრეთვე აუცილებლად ნახეთ, ხომ არ არის მსგავსი თემა უკვე გახსნილი - ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Search;
2.2.2. დაუშვებელია ერთი და იგივე თემატიკის ტოპიკების გახსნა სხვადასხვა განყოფილებებში. ასეთი ქმედება ჩაითვლება ფლუდად. თუ შემთხვევით შეგეშალათ თემის გახსნის ადგილი მიმართეთ შესაბამისი განყოფილების მოდერატორს, რომელიც გადაიტანს ამ თემას იქ, სადაც საჭიროა; თუ დასმული შეკითხვა ეხება ორ ან მეტ განყოფილებას, არაა აუცილებელი ამ შეკითხვის ყველგან გამეორება;
2.2.3. დაუშვებელია ისეთი თების გახსნა, რომელიც კონკრეტულად არ ასახავს ამ თემის შინაარსს. ისეთი თემების ისეთი სათაურები, როგორიცაა ”დამეხმარეთ...”, ”კითხვა მაქვს ?”, ”რა ვქნა ?”, ”ძაან მაგარია” და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ზუსტად უნდა მიეთითოს თუ რა ტიპის დახმარება ან რა ტიპის კითხვა აქვს მომხმარებელს. აზრიანი და ინფორმატიული სახელების დარქმევით უფრო დიდია შანსი ტოპიკმა მიიზიდოს ყურადღება;
2.2.4. დაუშვებელია სარეკლამო ხასიათის (პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება, ყიდვა/გაყიდვა, შეათავაზება, ძებნა და ა.შ.) ტოპიკების და პოსტების გამოქვეყნება. ამისათვის არსებობს სათანადო სუბ-ფორუმი: ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა. ფორუმზე რეკლამის განთავსების მსურველებმა მიწერეთ პირადად ადმინისტრატორს;
2.2.5. დაუშვებელია ნებისმიერი გარე რესურსის (avoe, gol, bude, file, zona და ა.შ.) ლინკის განთავსება (პოსტში, ტოპიკის სათაურში, ხელმოწერაში) ადმინისტრაციასთან თანხმობის გარეშე. ეს შეფასდება როგორც რეკლამა და მომხმარებელს ჩამოერთმევა დაპოსტვის შესაძლებლობა; ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ასეთი ლინკი ადმინისტრაციის თანხმობით განთავსდება, აცილებლად უნდა იყოს მითითებული წყარო;
2.2.6. დაუშვებელია ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლების საფრთხეს უქმნიან კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას; მსგავსი მასალების გამოქვეყნებისას აუცილებლად მიუთითეთ, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს ასეთმა მასალებმა კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას;
2.2.7. დაუშვებელია დამალული ტოპიკებიდან (Unapproved, Administration) თემების და პოსტების კოპირება/ციტირება;
2.2.8. დაუშვებელია ისეთი ტოპიკების და პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავენ თავიდანვე მცდარ ინფორმაციას და ფორუმის მომხმარებლები შეგნებულად შეყავთ შეცდომაში;
2.2.9. დაუშვებელია ისეთი ტოპიკების და პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავენ არანორმატიულ ლექსიკას, გინებას, უხეშ, უცენზურო ფრაზებს. აგრეთვე აკრძალულია სხვა მომხმარებლების და მესამე მხარეების დამცირება, დაშინება, რასისტული აზრების და უპატივცემულობის გამოხატვა, პირადი შეურაცხყოფა, ეროვნული შუღლის გაღვივება, სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადებები, მოწოდება ძალისმიერი გზით მთავრობის დამხობისა და ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
2.2.10. დაუშვებელია არანორმატიული ლექსიკის და უცენზურო ფრაზების გამოყენება. ფორუმზე თქვენს გარდა არიან ბავშვები და გოგოები რომელთაც არ სიამოვნებთ მსგავსი სიბინძურის კითხვა. მომხმარებელს ჩამოერთმევა დაპოსტვის უფლება, თუკი ადმინისტრაციის წარმომადგენლის აზრით მომხმარებელი იყენებს ასეთ არანორმატიულ ლექსიკას და უცენზურო ფრაზებს;
2.2.11. დაუშვებელია ისეთი ტოპიკების და პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავენ პორნოგრაფიულ ან ძალადობის ამსახველ ნებისმიერი სახის მასალებს (მათ შორის პედოფილია, ზოოფილია, მკვლელობების და ა.შ მსგავსი სისაზიზღრის ამსახველი მასალები). ასეთ შემთხვევში მომხმარებელს სამუდამოდ შეეზღუდება ფორუმზე შემოსვლა;
2.2.12. დაუშვებელია ტოპიკში თემის განხილვის დროს გადახვევა და სხვა საკითხებზე მსჯელობა (”გაოფება”), თუ გაინტერესებთ რაიმე სხვა საკითხი, შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა უკვე ჩამოთვლილი წესების გათვალისწინებით;
2.2.13. დაუშვებელია რეპლიკების და მხოლოდ სმაილიკების დაპოსტვა. თუ რაიმე აზრი გაგაჩნიათ განსახილველ საკითხთან, დაასაბუთეთ იგი; დაიმახსოვრეთ, ფორუმი არაა ჩეთი.
2.2.14. დაუშვებელია ისეთი პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც არ შეიცავენ აზრს და არ უმატებენ ტოპიკს არანაირ აზრობრივ დატვირთვას. ასეთი პოსტები წაიშლება გაფრთხილების გარეშე;
2.2.15. დაუშვებელია ისეთი ტოპიკების გახსნა, რომლებიც შეიცავენ მიმართვას კონკრეტული მომხმარებლისადმი. ასეთი პირადი საკითხების წარმოქმნის შემთხვევაში, გამოიყენეთ ელ-ფოსტა ან პირადი მიმოწერის სერვისი (PM);
2.2.16. დაუშვებელია დაუსაბუთებელი პოსტების კეთება, ”ეს ჯობია”, ”ბანძია” და ა.შ. ყოველთვის მოიყვანეთ არგუმენტი თქვენი აზრის სასარგებლოდ, წინაააღდეგ შემთხვევაში პოსტები წაიშლება მოდერატორის მიერ;
2.2.17. დაუშვებელია ასეთი ტიპის თემების გახსნა: ”მადლობ”, ”ჯიგარი ხარ”, ”10x” და ა.შ. მადლიერების გამოხატვა შეგიძლიათ PM-ის მეშვეობით, შესაბამისი მომხმარებლისათვის რეპუტაციის მომატებით ან THANKS-ის დაჭერით;
2.2.18. დაუშვებელია ნებისმიერი ქართული მწარმოებლის მიერ გამოშვებული პროგრამის კრეკის, პატჩის, სერიალის და სხვა მსგავსი ელემენტების მოთხოვნა/გავრცელება;
2.2.19. დაუშვებელია პოსტების გაკეთებისას 500x500-ზე დიდი ზომის სურათების გამოყენება, ეს მნიშვნელოვნად ანელებს ფორუმის მუშაობას. აქ შეგიძლიათ იხილოთ პოსტებში ნორმალური ზომის სურათების დადების საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სურათები დარედაქტირდება ა წაიშლება მოდერატორის მიერ, რამოდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში კი მომხმარებელს შეეზღუდება დაპოსტვის უფლება;
2.2.20. ნუ ატეხავთ პანიკას ”რატომ არ მპასუხობთ ?”, ”რას შვებით ამდენი ხანი ?” და ა.შ. მოთხოვნის და კითხვის გაანალიზებას სჭირდება დრო. ასეთი სახის განცხადებების განმეორების შემთხვევაში, პოსტები განიხილება როგორც ფლუდი და შესაბამისად მომხმარებელს შეეზღუდება დაპოსტვის უფლება;
2.2.21. ოდესაც აკეთებთ ადრე გაკეთებული პოსტის ციტირებას, ამოიღეთ თქვენი პოსტიდან ციტირებული პოსტის სურათი და შეეცადეთ დატოვოთ მხოლოდ მინიმუმი;

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს და დაარედაქტიროს ტოპიკი ან პოსტი, გააფრთხილოს მომხმარებელი, შეუზღუდოს ახალი ტოპიკების ან პოსტების დაკეთების შესაძლებლობა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. აგრეთვე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მომხმარებელს შეეზღუდოს საიტზე შემოსვლა ექაუნთის წაშლის ჩათვლით. ამიტომაც თხოვნა გვექნება ყველასთან, ყურადღებით მოეკიდოთ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს, გაფრთხილებებს და შენიშვნებს, რათა თავიდან ანიცილოთ ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი ზომების გამოყენება.
ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჩაასწოროს, დახუროს, გადააადგილოს ან წაშალოს ნებისმიერი თემა და/ან პოსტი, რომელიც არაა ინფორმატიული და არ წარმოადგენს სარგებელს ფორუმისათვის;

3. ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა:

3.1. დაუშვებელი ადმინისტრაციის ქმედებათა ფორუმზე ღიად განხილვა (მაგალითად ისეთი ახალი თემების გახსნა, რომელიც ეხება ადმინისტრაციის მიერ დახურული ან წაშლილი თემების საკითხების განხილვას, გაფრთხილებულ (warned), საიტიდან დაბლოკილ (banned) და წაშლილ მომხმარებლებს და ა.შ.);
3.2. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით მოდერატორის ან გლობალ მოდერატორის გადაწყვეტილებას, ნუ აწყობთ პანიკებს და საერთო გარჩევას. ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელია PM -ს ან ელ-ფოსტის საშუალებით;
3.3. თუ თქვენ თვლით რომ თქვენი თემა უსამართლოდ იყო დახურული (ან წაშლილი), ან უსამართლოდ იყო დადებული შეზღუდვა (warn, ban) ან რაიმე სხვა ქმედება, მიწერეთ ამის შესახებ მოდერატორს იმის მითითებით თუ რატომ თვლით რომ მისი ქმედება არ იყო გამართლებული;
3.4. თუ თვლით რომ მოდერატორმა ან გლობალ მოდერატორმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებებს, მიმართეთ საიტის ადმინისტრატორს.


P.S. ყველაფერი სხვა, რაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ იყო აღნიშნული ამ წესებში რჩება ადმინისტრატორების გადასაწყვეტი ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. შესაბამისად აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყოველ ახალ განცხადებას და დაიცავით ფორუმის წესები.

P.P.S. ეს წესები შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის ფორუმზე იყოს წესრიგი და ნებისმიერი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი აქ შემოსვლით. ფორუმის ადმინისტრაცია ყოველთვის მზადაა დაუდგეს ყველას მხარში და არ დაიშურებს ძალას იმისათვის რომ აამაღლოს ნებისმიერი მომხმარებლისათვის კმაყოფილება გამოწვეული torrents.Ge-ს გამოყენებით
.

P.P.P.S. თუ ვინმეს არ მოგწონთ ფორუმი, წესები იქნება ეს, აქტიურობა, გაფორმება თუ ნებისმიერი სხვა რამე, შეგიძლიათ აღარ შემოხვიდეთ აქ, შემოსვლას არავის ვაძალებთ და ნებისმიერი უკმაყოფილება შეგიძლიათ შეინახოთ თქვენთვის.


პატივისცემით

ფორუმის ადმინისტრაცია

Irakly is online now   Reply With Quote
Reply

Thread Tools
Display Modes

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is On

Forum Jump


All times are GMT +4. The time now is 12:24 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.7
Copyright ©2000 - 2018, vBulletin Solutions, Inc.
     
Powered by vBitty (VBTT) 3 for XBT v1.2 CUSTOM by Toolmanwill